"ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში წვი­მა მო­ვი­და და ამ ეტაპ­ზე ცე­ცხლის ყვე­ლა კერა ჩამ­ქრა­ლია" - კვირის პალიტრა

"ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში წვი­მა მო­ვი­და და ამ ეტაპ­ზე ცე­ცხლის ყვე­ლა კერა ჩამ­ქრა­ლია"

ოკუპირებულ აფხაზეთში წვიმა მოვიდა და ამ ეტაპზე ცეცხლის ყველა კერა ჩამქრალია. ინფორმაციას ამის შესახებ "სპუტნიკი" ავრცელებს. აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის ლევ კვიცინიას ცნობით, ცეცხლს მოსახლეობამდე არ მიუღწევია.

"წვიმა მოვიდა და ცეცხლი სრულად ჩააქრო. დღეს ახალი კერები გაჩნდა ოჩამჩირის რაიონშიც და ახლა ისიც ჩამქრალია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამხელა ფართობია დამწვარია", - ამბობს ე.წ. სამინისტროს პრეს-მდივანი რომან ლაბია.

აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში ხანძარი 4 იანვარს გაჩენდა და რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ებრძოდნენ. ხანძარი იყო გალში, გუდაუთაში, ტყვარჩელში, გაგრასა და ოჩამჩირეში.