"ბაბუაჩემი ცოცხალია" - ინფორმაცია თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ, მცდარია - კვირის პალიტრა

"ბაბუაჩემი ცოცხალია" - ინფორმაცია თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ, მცდარია

მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. წიკლაური ცოცხალია. ის კორონავირუსითაა ინფიცირებული და მკურნალობას გორის კლინიკაში აგრძელებს.

"მეგობრებო, ვინც პოსტავს ბაბუაჩემ თემურ წიკლაურზე, რომ გარდაიცვალაო არის სრული ტყუილი და სისულელე. არ დაიჯეროთ ეს მახინჯი ჭორი რომელიც ამწამს გავრცელდა. ახლა ველაპარაკეთ ექიმს და ცოცხალია და სტაბილურ მდგომარეობაში არის. ყველაფერი კარგად იქნება" - წერს მომღერლის შვილიშვილი ანდრო გოგიბედაშვილი.

"ხალხო, თემურ წიკლაური ცოცხალია და ღვთის წყალობით გადარჩება კიდეც. ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ" - წერს "ფეისბუქში" ბესო ბერულაშვილი.

თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.