დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, შიდა ტერორიზმის ბრალდებით სისხლის სამართლის 25 საქმე აღიძრა - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, შიდა ტერორიზმის ბრალდებით სისხლის სამართლის 25 საქმე აღიძრა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, შიდა ტერორიზმის ბრალდებით, სისხლის სამართლის მინიმუნ 25 საქმე აღიძრა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ არმიის მდივანმა რაიან მაკკარტიმ "დემოკრატ" კონგრესმენს, ჯეისონ ქროუს განუცხადა.

მაკკარტის თქმით, სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღი, "მოლოტოვის კოქტეილები" და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.

ჯეისონ ქროუს ინფორმაციით, არმიის მდივანმა აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარატმენტი აცნობიერებს იმ შესაძლო საფრთხეებს, რაც პოტენციური ტერორისტების მხრიდან ინაუგურაციის დღის ჩათვლით არის მოსალოდნელი და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივ და ფედერალურ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს.

"ინტერპრესნიუსი"