ქონების რა ნაწილი გადასცა ბიძინა ივანიშვილმა "ფონდ ქართუს"? - კვირის პალიტრა

ქონების რა ნაწილი გადასცა ბიძინა ივანიშვილმა "ფონდ ქართუს"?

პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების ნაწილი "ფონდ ქართუს" საკუთრებაში გადასცა. საუბარია, იმ ბიზნესებსა და ქონებაზე, რომელსაც ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ფლობდა. მფლობელების ცვლილება კომპანიებში ძირითადად გასული წლის მიწურულს დაფიქსირდა რეესტრში.

მათ შორის, ფონდ ქართუს 100%-იან საკუთრებაში გადავიდა "ტურიზმის განვითარების ფონდი", რომლის მფლობელიც მანამდე პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A იყო, რომელიც ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.

ფონდის პროექტებს შორისაა: "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", ასევე სასტუმრო "პარაგრაფი აბასთუმანში"; სასტუმრო სიღნაღში; გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი მწვანე კონცხზე; სასტუმრო განმუხურში; სასტუმრო და საოფისე შენობა ერეკლეს მოედანზე; სასტუმრო და გოლფ კლუბი თაბორზე; სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში; სასტუმრო თავისუფლების მოედანზე. იხილეთ სრულად