"ჭირ­და გე­პო­ვა ადა­მი­ა­ნი, ვინც შლეგ­ზე თუნ­დაც ერთი ნაკ­ლის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ იტყო­და, ეში­ნო­დათ - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს შეიძლება ცოცხალი არ ვყოფილიყავი" - კვირის პალიტრა

"ჭირ­და გე­პო­ვა ადა­მი­ა­ნი, ვინც შლეგ­ზე თუნ­დაც ერთი ნაკ­ლის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ იტყო­და, ეში­ნო­დათ - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს შეიძლება ცოცხალი არ ვყოფილიყავი"

სს "საქართველოს რკინიგზის" ფილიალი მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია, რომელიც თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის მოწინააღმდეგე სამოქალაქო აქტივისტი გახლდათ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს შეიძლება მე (და არა მხოლოდ მე, უამრავი ადამიანი) უბრალოდ, ცოცხალი არ ვყოფილიყავი. მეც ესე მგონია, რომ გარდა იმ უდიდესი მასშტაბის ქველმოქმედებისა, რაც მან აქამდე გასწია, ყველაზე დიდი საქმე ისაა, რომ ქვეყნის სათავეს მოაცილა ის უბედურება, სიმყრალე და ბოროტება, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქონება და ღირსება შეიწირა. ხალხს ეშინოდა ყველაფრის, ქუჩაში ჭირდა გეპოვა ადამიანი, ვინც შლეგზე თუნდაც ერთი ნაკლის შესახებ საჯაროდ იტყოდა, ეშინოდათ უბრალოდ, ლაპარაკისაც კი ერთმანეთში (ხომ გახსოვთ ტელეფონებს როგორ ვშლიდით და სხვა ოთახებში გავდიოით სალაპარაკოდ). ახლანდელი "ნებადართული გმირები" ხომ საერთოდ ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ კი არა, ამ ბოროტების მანქანის მსახურები ან კუდის მოქიცინეები იყვნენ გრძელი ენებით, ცინიზმით და ორმაგი სტანდარტებით. მიჭირს გავარჩიო განსაკუთრებით ეს სამარცხვინო ტიპები მაშინ უფრო ამარზენები იყვნენ, თუ ეხლა... ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ კაცმა იმ დროს, როცა ხმის ამოღება განსაკუთრებით მისთვის სიცოხლის მოსპობის რისკსაც კი შეიცავდა, ყველაფერთან ერთად საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე და ბრძოლაში შემოვიდა ყველაფერზე წამსვლელ ბოროტთა ბრბოსთან...

გულწრფელად ვიტყვი რომ მიჭირს სიტყვებით გადმოგცეთ ის მადლიერება, რასაც ეს კაცი და მისი ოჯახი იმსახურებს ჩვენგან, ცხადია იყო საკითხები, რასაც არ ვეთანხმებოდით ან შეცდომად ვთვლით, თუმცა იმ უდიდეს საქმესთან, რაც მან გააკეთა, ამის თქმაც კი არასწორი მგონია ახლა. ნამდვილად არ მოვერიდები და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მას ყველაფრისთვის. კიდევ ვიმეორებ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, შეძილება, უბრალოდ, მორიგ დაჭერას და ბეისბოლის ბიტით პოლიციის განყოფილებაში მორიგ ცემა წამებას უბრალოდ ვეღარ გადავრჩენოდი და დღეს ცოცხალი არ ვყოფილიყავი... კიდევ ერთხელ მადლობა დიდი, რომ უამრავ ადამიანს უბრალოდ სიცოცლე შეგვინარჩუნა", - წერს ცაგურია.