სომხეთის კოვიდინფიცირებული პრეზიდენტი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს
კოვიდინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას სომხური მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"პრეზიდენტს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია", – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც იმ დროს ლონდონში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ინტერპრესნიუსი"