"ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს გია ვოლსკი? - კვირის პალიტრა

"ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია” - როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს გია ვოლსკი?

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლიდან მალევე, ისიც მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ, იქცა მმართველი პარტიის ლიდერად, მეტიც, მის "მოლაპარაკე თავად". გია ვოლსკი "ქართულ ოცნებამდელ" პერიოდში დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა, მის გარშემო მნიშვნელოვანი სკანდალები, ფაქტობრივად, არ ყოფილა, თუმცა იყო მის სახელთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი, მაგალითად, 2019 წელს, სოფელ ახატანში მისი აგარაკი გაქურდეს. იმჟამად ამბობდა, რომ სახლში სამუშაო იარაღები ჰქონდა და აღარ დახვდა.

ამბობს, - არც კორუმპირებული ვარ და პოლიტიკით ფული არ მიშოვიაო, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვოლსკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაში მითითებულია მის სახელზე რეგისტრირებული 1 ბინა თბილისში - ხეთაგუროვის 6 ნომერში (75კვმ ფართის), მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში და ერთი - 120კვმ ფართის საცხოვრებელი სახლი ამავე სოფელში. მისი შვილის - გიორგი ვოლსკის სახელზეა რეგისტრირებული 2017 წელს 7000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა "ტოიოტა პრიუსი". დეკლარაციაში მისი და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაზე არაფერია ნათქვამი. საპარლამენტო საქმიანობას რაც ეხება, მას 1 წლის განმავლობაში (2017.01. 01_2017.31. 12) შემოსავლის სახით მიღებული აქვს 76065 ლარი. დეკლარაციაში ასევე მითითებულია გია ვოლსკის ვაჟის - გიორგისთვის გადახდილი სწავლის საფასური - 5900 ლარი. ამასთან, ოჯახს საქართველოს ბანკებში აქვთ ანგარიშები, რომელზეც მითითებულია თანხები ლარებში, დოლარებსა და ევროებში. მათგან ყველაზე დიდი - 15000 ლარის დანაზოგი მისი მეუღლის, ნინო სოლოღაშვილის სახელზე ირიცხება.

2020 წლის ოქტომბერში "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, ვოლსკის გონიოში მშენებარე სახლის თაობაზე, რასაც ის "ფეისბუკის" პირად გვერდზე სტატუსით გამოეხმაურა: "ტვ პირველს" თუ დავუჯერებთ ეს სახლი მე მეკუთვნის და გონიოში მდებარეობს, ამას ამტკიცებს ორი, ვიღაც მოქალაქე. არადა ყველამ იცის ამ შენობის და არა "ბაითის" მეპატრონეც და კომპანიაც. ნოდარიკომაც იცის. მე გუშინ მითხრეს. აქედან დასკვნა - არ დაუჯეროთ "ტვ პირველს", ცრუობს".

"გოგოლის ქუჩაზე ვცხოვრობდი და ვარ "კატეგორიულად ვორონცოველი", - განუცხადა მან ამ რამდენიმე წლის წინ ჟურნალ "გზას". სწორედ ამ ინტერვიუდან ამონარიდები გამოვიყენეთ ჩვენს სტატიაში.

ვოლსკები საქართველოში

"პირველად ბაბუაჩემის ბაბუა ჩამოვიდა საქართველოში კრაკოვიდან, თუმცა, გარემოებები არავინ იცის, იმ დროს პოლონეთში არეულობა, აჯანყებები იყო. ჩამოვიდა დიდი ბაბუა და დასახლდა გურიაში. მისი მეორე ნახევარი ბოდოკიას ქალი იყო. მეც მაინტერესებს, რატომ მოხვდნენ ვოლსკები მაინცდამაინც გურიაში...

მამაჩემის მამა 1959 წელს დაბრუნდა ვორკუტიდან, სადაც 23 წელი გაატარა (1937 წელს გადაასახლეს). დედ-მამა გეოლოგები იყვნენ და ბავშვობიდან დამატარებდნენ სხვადასხვა კუთხეში, მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. მამაჩემის დედამ ბოლო 10 წელი ბაბუაჩემთან გაატარა ციმბირში. ბაბუას ძმა, გრიგოლ ვოლსკი, ილია ჭავჭავაძემ მიავლინა აჭარაში და ბათუმში ყოფნისას, ილია მასთან ჩერდებოდა ხოლმე. მშვენიერ ლექსებს წერდა. მის სახელს უკავშირდება პირველი სკოლა, ქართული გიმნაზია... ბაბუა - დათიკო ვოლსკიც კარგი მწერალი და ჟურნალისტი იყო...

დედაჩემის მამა - შალვა მაჭავარიანი "საირმის" დირექტორი იყო, ძალიან მაგარი კაცი. მოხალისედ წავიდა ომში და აღარ დაბრუნებულა..." - ამბობს გია ვოლსკი... იხილეთ სრულად