პარლამენტმა მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომელიც უფრაქციო დეპუტატებისთვის მიიღეს - კვირის პალიტრა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომელიც უფრაქციო დეპუტატებისთვის მიიღეს

პარლამენტმა 78 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომელიც უფრაქციო დეპუტატებისთვის მიიღეს. პროექტით, უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის სტატუსის მქონე უფრაქციო დეპუტატების მიერ ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენა, ასევე საპარლამენტო დებატებში, ინტერპელაციაში, პირველ და მეორე მოსმენაში მათი 15-წუთიანი გამოსვლებით მონაწილეობა.

ცვლილებები რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში აისახა და ახალი ნორმები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

"ინტერპრესნიუსი"