ტელეკომპანია "იმედი" იყიდება - კვირის პალიტრა

ტელეკომპანია "იმედი" იყიდება

ტელეკომპანია "იმედი" იყიდება.

აღნიშნულის შესახებ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს. საუბარია, შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" წილის 100%-ის გასხვისებაზე, რომელზეც თანხმობის მიცემის საკითხს კომისია დღეს განიხილავს.

ცნობისთვის, "ჯორჯია მედია პროდაქშენ გრუპი" ტელეკომპანია "იმედის" და ტელეკომპანია "ჯიდიესის" მფლობელია. თავის მხრივ, ამ ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი კი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძეა.