სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივერი მელაშვილი დაკავებული თანამდებობიდანაც გათავისუფლდა - კვირის პალიტრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივერი მელაშვილი დაკავებული თანამდებობიდანაც გათავისუფლდა

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიღო.

აღნიშნულით მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ ანაზღაურებასთან არ არის დაკავშირებული. სასამართლოს განმარტებითვე, თანამდებობა, რომელსაც ივერი მელაშვილი იკავებდა, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფო საზღვრის კვეთა საგამოძიებო უწყების ინფორმირების გარეშე აეკრძალათ.

რაც შეეხება პირად თავდებობას, რომელშიც ბრალდებულებს პოლიტიკოსები უდგებოდნენ, მოსამართლის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, წერილობითი ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის, საჯარო ნაცნობობა კი პირადი თავდებობისთვის საკმარისი არ არის.

"ინტერპრესნიუსი"