"ბაზრობები 15 თებერვლისთვის გაიხსნება და თუ ეპიდსიტუცია გაუმჯობესდა, შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს" - კვირის პალიტრა

"ბაზრობები 15 თებერვლისთვის გაიხსნება და თუ ეპიდსიტუცია გაუმჯობესდა, შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს"

"ლილოს" გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბაზრობების გახსნის თარიღი 15 თებერვლის იქით არ გადაიწევს.

"ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ და იმედია თარიღი არ გადაიწევს. ჯერჯერობით შაბათ-კვირას არ გვხსნიან და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი ვითარება იქნება შემდეგ კვირას. ეკონომიკური გუნდი ჩვენ მხარეს დგას, სურვილი აქვთ რომ მოგვყვნენ, რადგან სხვა გამოსავალი არაა, თავზე გვენგრევა ეკონომიკა",-აღნიშნა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, "ელიავას" ბაზრობის წარმომადგენელი, თეა ანდრიაძე აცხადებს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს ბაზრობების გახსნა.

"შეხვედრაზე დადასტურებული იქნა, რომ ბაზრობები 15 თებერვლისთვის გაიხსნება და თუ ეპიდსიტუცია გაუმჯობესდა, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს გახსნა. ამ მოკლევადიანი გახსნით არავინ არ უნდა იყოს ზედმეტად კმაყოფილი და ბედნიერი, იმიტომ, რომ თუ დროულად არ დაიწყება ვაქცინაცია, არ ვართ დაზღვეული ახალი შტამებისა და ხანგრძლივი ლოკდაუნისგან. შეღავათებზე საუბარი არ ყოფილა",-აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"