"მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები" - რას ამბობს პრემიერთან ურთიერთობაზე ვახტანგ გომელაური? - კვირის პალიტრა

"მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები" - რას ამბობს პრემიერთან ურთიერთობაზე ვახტანგ გომელაური?

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მასსა და გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არ არის და მის უწყებაში ცვლილებები არ იგეგმება.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გომელაური "გახარიას კადრებს, მათ შორის, კახა საბანაძეს თანამდებობიდან უშვებს", მინისტრი ამბობს, რომ საბანაძე მისი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი.

"კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი. ჩემთან მუშაობდა 5 წელი და გახარია როდესაც დაინიშნა ძალოვანში, მთხოვა და მივეცი. კოტე ანანიაშვილი მუშაობს ჯერჯერობით. ისიც ჩემთან მუშაობდა მინისტრი რომ ვიყავი და ჩემი კადრი არ არის და გახარიასია? მეორეც, მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები, არანაირი დაპირისპირება არ არის. წლებია ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩემი კადრები და იმის კადრები - ასეთი რაღაც არ არსებობს, 8 წელი აქ ვარ, გარედან მოსული კადრი არავინაა. ყველა არის ძველი კადრი, რომელიც ჩემს დროს მუშაობდა“,- განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, როგორც გომელაური განმარტავს, სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი, როგორც წესი, 3 წელში ერთხელ იცვლება.

“გამუქებულია ეს თემა, რომ ცვლილებები იგეგმება. არანაირი ცვლილება დაგეგმილი არ არის. სამხარეოს ხელმძღვანელებიდან ორი გადაადგილდა სხვადასხვა რაიონში. ორი საფეხურით აიწია ან დაიწია.

არანაირი მოადგილეების თემა არ იცვლება. ყველა ადგილზე იქნება. ხელმძღვანელზე არის წესი, რომ სამ წელიწადში უნდა შეიცვალოს, თუ გამონაკლისი და სპეციფიური რაიონი არაა, რომ 4 ან 5 წელი დავტოვოთ“,- განაცხადა გომელაურმა.

"ინტერპრესნიუსი"