ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხა მოქალაქეების მიერ უკვე სრულად შეგროვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს "სირცხვილია"? - კვირის პალიტრა

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხა მოქალაქეების მიერ უკვე სრულად შეგროვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს "სირცხვილია"?

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილისთვის და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხა მოქალაქეების მიერ უკვე სრულად შეგროვდა. ინფორმაციას "სირცხვილია" ავრცელებს.

"ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა! მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს!",- ნათქვამია მოძრაობა "სირცხვილიას" ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

"ინტერპრესნიუსი"