გორში, მშობიარე ქალის ახლობლები ნაყოფის დაღუპვაში კლინიკის ექიმებს ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

გორში, მშობიარე ქალის ახლობლები ნაყოფის დაღუპვაში კლინიკის ექიმებს ადანაშაულებენ

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ "იავნანას" სამშობიაროში ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი დაფიქსირდა. მშობიარე ს.გ.-ს ახლობლები მომხდარში ექიმს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ნაყოფის დაღუპვა მშობიარობის დაგვიანებით დაწყებამ გამოიწვია.

კლინიკაში ამ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი, ამასთან, კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორსული აღრიცხვაზე სხვა კლინიკაში იმყოფებოდა.

"დაფიქსირდა ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი. მშობიარობამდე ორსული აღრიცხვაზე იმყოფებოდა სხვა კლინიკაში. მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა, ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილის შესახებ ეცნობა შესაბამის სამსახურს და დადგინდება მომხდარის მიზეზები", - აცხადებენ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ "იავნანაში".

ambebi.ge