ბათუმში კორონავირუსით მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბათუმში კორონავირუსით მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა. ინფორმაციას batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოზარდი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და გუშინ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადებაც, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის გამო გაურთულდა.

მოზარდის გარდაცვალებას გამოცემასთან საუბრისას ადასტურებს იმ სკოლის დირექტორიც, სადაც ბიჭი სწავლობდა.