"პარლამეტში შესვლა, "ქართულ ოცნებაში" შესვლის ტოლფასია" - კვირის პალიტრა

"პარლამეტში შესვლა, "ქართულ ოცნებაში" შესვლის ტოლფასია"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ფართო პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის პირობებში, პარლამეტში შესვლა, "ქართულ ოცნებაში" შესვლის ტოლფასია. ამის შესახებ ბოკუჩავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, რითაც პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა.

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მორალურ და პოლიტიკურ მხარის გარდა, პრაგმატული თვალსაზრისითაც ვერ წარმოიდგენდა ელისაშვილის გადაწყვეტილებას.

"ზოგისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც პარტია "მოქალაქეებმა" მიიღეს. გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის პრაგმატულად არ იყო გამართლებული ნაბიჯი, პოლიტიკურ და მორალურ ვალდებულებას, რომ თავი დავანებოთ, პრაგმატულად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისინი რაიმე გათვლაში ჩათვლიდნენ, რომ ეს მათ ინტერესში შედიოდა. ამ მოცემულობაში, ფართო პოლიტიკური შეთანხმების არ არსებობის პირობებში პარლამეტში შესვლა, ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებაში" შესვლის ტოლფასია. ალეკო ელისაშვილმა, როდესაც თავი მოიწონა, რომ ამ ადამიანების (ილიჩოვა - მელაშვილის) გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია, ეს კიდევ ერთხელ ამართლებს ოპოზიციის რიტორიკას. ამ საქმეებს მართლმსაჯულებასთან არანაირი საქმე არ გააჩნიათ და სინამდვილეში, ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ტყვეები არიან", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დღეს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"