ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

35 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარის გამო, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"