თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი რუსეთში დააკავეს - ვინ არის დავით პანჩვიძე, იგივე "პანჩო" - კვირის პალიტრა

თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი რუსეთში დააკავეს - ვინ არის დავით პანჩვიძე, იგივე "პანჩო"

საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, რუსეთში ხიმკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამცავებმა 61 წლის თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი დავით პანჩვიძე, იგივე გიორგი ყიფიანი დააკავეს. ის კრიმინალურ სამყაროში "პანჩოს" სახელით იყო ცნობილი.

ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოუღეს. 61 წლის "პანჩოს" 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პანჩვიძე რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის საბჭოთა კავშირის დროს. ის კრიმინალურ სამყაროში არასრულწლოვნების ჩართვის გამო დააკავეს. ის ნასამართლევია ქურდობის, ხულიგნობის, ასევე ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის უკანონოდ შენახვის გამო. პოსტსაბჭოთა ბერიოდში "პანჩო" 5-ჯერ დააკავეს ქურდულ შეკრებებში მონაწილეობის გამო, ხოლო 2007 წლიდან ის კიდევ 2-ჯერ არის ნასამართლევი.

ბოლოს ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 3 წლის წინ გამოვიდა და ხიმკიში ფუფუნებაში ცხოვრობდა.

მოამზადა ნიკა გულუამ