მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1-ელი თებერვლიდან აღდგენის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართა - კვირის პალიტრა

მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1-ელი თებერვლიდან აღდგენის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1-ელი თებერვლიდან აღდგენის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქცია "მწვანეების"ორგანიზებით ჩატარდა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ფცქიალაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დამოკიდებული არ უნდა იყოს იმაზე, ეპიდვითარების დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნება თუ 5%.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება თუ 5%. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კოვიდ 19-ის გადადების რისკი მინიმალურია. მთავრობას აქვს იმის საშუალება, რომ ტრანსპორტი ძალიან მალე აღდგეს. ადეკვატურად უნდა გაგრძელდეს იმ რეგულაციების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. ხელისუფლებამ უნდა აიღოს მეტი პასუხიმსგებლობა და მეტად იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, რასაც სამწუხაროდ, არ აკეთებს. "კომენდანტის საათიც"გადასახედია იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის, რადგან პრობლემას ქმნის“,-განაცხადა გიორგი ფცქიალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"