საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 194 პირი ემსხვერპლა" - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 056 ტესტი ჩატარდა.