"არც ფული ამიღია და არც ტყუილი მითქვამს" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც კოვიდვაქცინა მეორედ გაიკეთა - კვირის პალიტრა

"არც ფული ამიღია და არც ტყუილი მითქვამს" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც კოვიდვაქცინა მეორედ გაიკეთა

ქართველმა გოგონამ, რომელიც გერმანიის კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსის განმეორებითი ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინა პირველად სამი კვირის წინ გაიკეთა. მაშინ მხოლოდ თავბრუსხვევა ჰქონდა. ახლა ამბობს, რომ ერთადერთი უკუჩვენება, რაც გამოუვლინდა, თავის ტკივილია.

"სამი კვირის წინ გავიკეთე კოვიდვაქცინა და აღვნიშნე, რომ მხოლოდ თავბრუსხვევა და მკლავის არეში ტკივილი მაწუხებდა, ახლა, მეორე და ბოლო ვაქცინა გავიკეთე და ამჯერად, თავის ტკივილი და მკლავის არეში ტკივილი მქონდა. როგორც ამბობენ, მეორე ვაქცინა უფრო ძლიერია და შეიძლება სხვადასხვა სიმპტომი ახასიათებდეს - თავის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, ტემპერატურის მატება.

რაც შეეხება თქვენს კომენტარებს, წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ არანაირი ფული არ ამიღია და არც ტყუილი მითქვამს, ეს სიმართლეა. მე ჩემი სურვილისამებრ გავიკეთე ეს ვაქცინა ჩემს სამსახურში და არც არავის მოვუწოდებდი, გაიკეთეთ-მეთქი, მსგავსი რამ არც ერთ ვიდეოში არ მითქვამს" - აღნიშნავს ქართველი ემიგრანტი გოგონა.

palitravideo.ge

იხილეთ ვიდეო: