თემურ წიკლაური გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ პაციენტი თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

ცნობილი ქართველი მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაეცია "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.