პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, ავთანდილ ენუქიძეს აირჩევენ - კვირის პალიტრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, ავთანდილ ენუქიძეს აირჩევენ

ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. მას სესიაზე დაამტკიცებენ.

ავთანდილ ენუქიძე იმ ოთხ დეპუტატთა შორისაა, რომელიც პარლამენტში, ოპოზიციის სტატუსით, "პატრიოტთა ალიანსის" სიით შევიდა და ამჟამად "ევროპელ სოციალისტებს" წარმოადგენს.

"ევროპელ სოციალისტებს" საპარლამენტო ფრაქცია არ აქვთ, თუმცა მმართველი გუნდის ინიციატივით რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ყველა იმ საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ოპოზიციური ფრაქციებისთვის არის განკუთვნილი.

ცნობისთვის, რეგლამენტით პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ჰყავს, რომელთაგან ორი სწორედ ოპოზიციის კვოტით ინიშნება.

"ინტერპრესნიუსი"