ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას ხვალიდან დაიწყებენ - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას ხვალიდან დაიწყებენ

პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას ხვალიდან დაიწყებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ელისაშვილი და იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეებმა" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 4 დღის წინ მიიღეს. შეთანხმების დღესვე "ქართულ ოცნებასა" და პარტია "მოქალაქეებს" შორის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმის ტესტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, იმ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება, რომლებზეც "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება შედგა, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს კვლავ დატოვებენ.

"ინტერპრესნიუსი"