"ჩემი ტკბი­ლი მა­მი­კო ახლა უფალ­თან არის" - რას წერს გარდაცვვლილ მამაზე ქეთი წიკლაური - კვირის პალიტრა

"ჩემი ტკბი­ლი მა­მი­კო ახლა უფალ­თან არის" - რას წერს გარდაცვვლილ მამაზე ქეთი წიკლაური

ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი კორონავირუსის დიაგნოზით გორის ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ პაციენტი თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მომღერალ თემურ წიკლაურის ქალიშვილი, ქეთი წიკლაური  მამის გარდაცვალების შესახებ წერს ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ჩემო ძვირფასებო, ყველამ უკვე იცით, რომ ჩემი სიამაყე, საყრდენი და ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული გარდაიცვალა. ჩემი ტკბილი მამიკო ახლა უფალთან არის. პანაშვიდები იქნება ხვალ და ზეგ ლურჯ მონასტერში. გასვენება ხუთშაბათს 1 საათზე. გისამძიბრებ, საქართველო!", - წერს ქეთი წიკლაური.

წყარო