ვინ აიც­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში და როგორ შევძლებთ ვაქცინაციას ბინაზე? - კვირის პალიტრა

ვინ აიც­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში და როგორ შევძლებთ ვაქცინაციას ბინაზე?

წლის ბოლომდე საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქეს შეადგენს. ეს და იმუნიზაციის პროგრამის სხვა დეტალები გაწერილია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში. დოკუმენტი უწყების ოფიციალურ ვებგვედზეა ხელიმსაწვდომი. სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში არაფერია ნათქვამი ვაქცინაციის დაწყების თარიღისა და ვაქცინის დასახელების შესახებ. თუმცა აღნიშნულია, რომ ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული ან 37 ქვეყნის, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და ავსტრალიის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია უნდა ჰქონდეს მიღებული. აღსანიშნავია, რომ პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, ვაქცინაცია საქართველოში თებერვლის ბოლომდე დაიწყება.

ვინ აიცრება პირველ რიგში

ეროვნული გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, სამედიცინო პესონალის 65% -ის (46 520 მუშაკი), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარების 60%-ის (1 560 მოქალაქე) და 75 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 60%-ის (136 080 მოქალაქე) აცრა იგეგმება.

რა მოხდება მეორე ეტაპზე

მეორე ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდებათ 65-74 წლის ასაკის მოქალაქეებს. ამ ასაკობრივ ჯგუფს სულ 197 510 მოქალაქე მიეკუთვნება.

რა მოხდება მესამე ეტაპზე?

შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სხვადასხვა სერვისების მიმწოდებელი ჯგუფების ვაქცინაცია სულ - 108 224 პირი და 55-64 წლის ასაკის მოქალაქეები (287 040 მოქალაქე). ამ შემთხვევაშიც მათი დაფარვის მაჩვენებელიც 60% იქნება.

ჯანდაცვის უწყება 18-54 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ასევე 60%-ის (53 640) ვაქცინაციას გეგმავს. ამის შემდეგ, ვაქცინას მოსახლეობის სხვა ჯგუფების 60% (860 740 პირი) მიიღებს.

იმუნიზაციის პროგრამის მიხედვით, ვაქცინაციის თითოეული ეტაპი 10-10 კვირას გაგრძელდება.

იმუნიზაციის პროგრამის ღირებულება წინასწარი შეფასებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი - 158 190 243 ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა რეგისტრირებულია "კოვაქსის" პლატფორმაზე და უკვე გადახდილი აქვს პირველი შენატანი, რაც საკმარისია 1.4 მილიონ დოზის მისაღებად მოსახლეობის 20% ისთვის.

სად და როგორც შევძლებთ ვაქცინის მიღებას?

გააგრძელეთ კითხვა