დავით დარჩიაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს - კვირის პალიტრა

დავით დარჩიაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

"ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში 3 თებერვალს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

"მიბარებენ პროკურატურაში გარეჯის საქმეზე. ვაპირებ ავუხსნა, რომ ესაა ვიშინსკის სტილის საქმე: აი, ძველ სპეცებს მრეწველობაში რომ საბოტაჟს აბრალებდნენ კომუნისტების შეკვეთით, ისეთი", - წერს დარჩიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.