"ცუდო გოგო, ვამაყობ შენით!"
"ცუდო გოგო, ვამაყობ შენით!"- რუსული მედიის ინფორმაციით, ამ სიტყვებით რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ მეუღლეს, იულია ნავალნაიას სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მიმართა. "ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს გამუდმებით არღვევ. ცუდო გოგო, ვამაყობ შენით!"- განაცხადა ნავალნიმ.
შეგახსენებთ, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის საქმეზე მოსმენა მიმდინარეობს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სასამართლოს შენობის გარეთ სამართალდამცავებმა ნავალნის 60-მდე მხარდამჭერი დააკავეს.
"ინტერპრესნიუსი"