"გვარამიას ადგილზე ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს! ჩავთვალოთ, რომ ყველას გვტესტავენ"- ექსპერტი თეა წულუკიანის ქმედებას გმობს - კვირის პალიტრა

"გვარამიას ადგილზე ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს! ჩავთვალოთ, რომ ყველას გვტესტავენ"- ექსპერტი თეა წულუკიანის ქმედებას გმობს

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და როგორც აღნიშნა, აპირებს მომავალი 4 წლის განმავლობაში მოქალაქეების ყველა ზარს უპასუხოს.

ელისაშვილის ჟესტს  განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანი გამოეპასუხა:

"ბატონო ალეკო, თქვენ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის - 577 201212 და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს. მოინიშნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია,

დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?" - მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.

თეა წულიკიანის აღნიშნულ ქმედებას არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

ექსპერ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ის რაც დღეს ხელისუფლებამ ტელეფონების გასაჯაროებით გააკეთა, არის გამოცხადებული ტერორის ქრონიკა.

"ის რაც დღეს ხელისუფლებამ ტელეფონების გასაჯაროებით გააკეთა, არის გამოცხადებული ტერორის ქრონიკა და ორგანიზებული დანაშაული არამარტო თავისუფალი მედიის, არამედ ზოგადად, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ! ამიტომ, არ დავიღლები ამის განმეორებით: ყოველთვის ვიდგები იქ, სადაც თავისუფალ სიტყვას, განსხვავებულ აზრს დაცვა დასჭირდება!! გვარამიას ადგილზე ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს! ჩავთვალოთ, რომ ყველას გვტესტავენ" - წერს ექსპერტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

წყარო