"მოითხოვე და მიიღე"- ნიკა მელიამ იაგო ხვიჩიას სათამაშო თოფი აჩუქა - კვირის პალიტრა

"მოითხოვე და მიიღე"- ნიკა მელიამ იაგო ხვიჩიას სათამაშო თოფი აჩუქა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას სათამაშო თოფი აჩუქა. მან ხვიჩიას საჩუქარი "ტვ პირველის" ეთერში გადასცა.

"მოითხოვე და მიიღე"- დასძინა ნიკა მელიამ.

იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მელიას საჩუქარი ჩაეთვალა.

"ეს სათამაშო ყოფილა, ნაღდი მეგონა. სხვათა შორის, გუშინ უცნობმა მაჩუქა მელიის ტყავი. ახლა შენგან ეს საჩუქარი მექნება და ერთად დავკიდებთ", – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, 25 იანვარს იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან მას "ცუდი" სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მოეჩვენა, რომ მელია "დაემუქრა კიდეც". ჟურნალისტის კითხვას, დაეზუსტებინა მელია ესაუბრა თუ არა მას მუქარის შემცველი ტონით, ხვიჩიამ გაიმეორა, რომ მას ასე მოეჩვენა. მისი თქმით, თუ ეს მართლა მუქარა იყო, იგი მიმართავს პარლამენტს, რომ თავის დაცვის მიზნით, იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს.

"ინტერპრესნიუსი"