ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტის დაყაჩაღების დროს 2 პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტის დაყაჩაღების დროს 2 პირი დააკავეს

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ორი პირი სუპერმარკეტ "სპარის" დაყაჩაღების დროს დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"