"და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე" - კვირის პალიტრა

"და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე"

"და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე.

გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა.

Gigi Ugulava nika melia თქვენსკენ რა ხთეფაა?" - პარტია " გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესები განახლდება. ამის შესახებ ოქრუაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, სასამართლო პროცესი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით განახლდება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.