ცოფის შემთხვევების გამო, ქობულეთის სოფელში კარანტინია - საშიშია თუ არა ადამიანისთვის ინფიცირებული პირუტყვი - კვირის პალიტრა

ცოფის შემთხვევების გამო, ქობულეთის სოფელში კარანტინია - საშიშია თუ არა ადამიანისთვის ინფიცირებული პირუტყვი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, კარანტინი გამოცხადდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში - ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთ ნაწილში კი, შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

ცოფის პირველი შემთხვევა სოფელ ჯიხანჯურში 22 დეკემბერს დაფიქსირდა და როგორც AMBEBI.GE-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, პირუტყვი აიცრა, თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ცოფი იმავე სოფელში კიდევ ორჯერ - 27 დეკემბერს და 11 იანვარს კვლავ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ნატო ქარდავას განცხადებით, ინფიცირების წყარო იყო ტურა, რომელმაც სამი ძროხა დაკბინა.

"მივარდა პირუტყვს და ცხვირ-პირის მიდამოში გაჰკრა. როცა თავ-პირის მიდამოშია ნაკბენი, უფრო სწრაფად ვლინდება ვირუსი. მეორე და მესამე შემთხვევაში კი უფრო გვიან გამოვლინდა. რადგან სამივე ცხოველი ერთსა და იმავე სოფელში დაეცა, ვფიქრობთ, რომ ერთი და იმავე ტურის მიერ იყო დაკბენილი" - ამბობს ნატო ქარდავა.

მისი თქმით, მოსახლეობა და რეინჯერები გაფრთხილებულნი არიან, რომ თუკი სადმე გადაეყრებიან დაცემულ ცხოველს, სააგენტოს შეატყობინონ, რათა დადგინდეს დაავადებული ტურის კვალი. ცოფისგან დაცემული შინაური ცხოველების პათანატომიური მასალა გადაგზავნილია კვლევისთვის, ნაწილი კი დაწვეს და დაფლეს ორი მეტრის სიღრმეზე.

შემთხვევების გამოვლენის შემდეგ, სოფელ ჯიხანჯურში 60-დღიანი კარანტინი გამოცხადდა, რაც ცხოველებზე ინტენსიურ დაკვირვებას გულისხმობს. "კარანტინი, ამ შემთხვევაში, ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს სოფელი ჩაიკეტა. ეს ნიშნავს, რომ აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს ცხოველებზე და მათი უკონტროლო გადაადგილება არ ხდება. საძოვრებზე გაშვება არავის ეკრძალება. მიმდებარე სოფლებში პრევენციის მიზნით ჩავატარეთ ვაქცინაცია და საფრთხე არ არსებობს" - გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ექიმი, რაბიოლოგი ბადრი ბაზაევი AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი საფრთხე არ ემუქრება მოსახლეობას: გააგრძელეთ კითხვა