როგორ გამოეხმაურა თეა წულუკიანი ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის განცხადებას ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადების თაობაზე? - კვირის პალიტრა

როგორ გამოეხმაურა თეა წულუკიანი ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის განცხადებას ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადების თაობაზე?

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კარლ ჰარცელმა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადებას "არაეთიკური" უწოდა.

“ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით", - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

ცნობისთვის, კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა.

ამასთან ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად თვლის.

წყარო