"ისეთ მდგომარებაში ვიყავი თურემე, მანქანა გაჭრეს გახერხეს და ისე ამომიყვანეს" - ნანიკო ხაზარაძემ უმძიმესი ავარიის დეტალები გაიხსენა - კვირის პალიტრა

"ისეთ მდგომარებაში ვიყავი თურემე, მანქანა გაჭრეს გახერხეს და ისე ამომიყვანეს" - ნანიკო ხაზარაძემ უმძიმესი ავარიის დეტალები გაიხსენა

ტელეწამყვანა ანიკო ხაზარაძემ  მერიკო კარტოზიას გადაცემაში "სიკეთე მარტივია“ უმძიმესი ავარიის დეტალები გაიხსენა.

"ძალიან ბევრი ისეთი მომენტი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, როგორ გაგრძელდებოდა ცხოვრება არ ვიცოდი. ყველაზე ცუდად ალბათ ჩემი ავარია მახსენდება, რომელიც ზუსტად ამ დროს მოხდა 13 წლის წინ. ჭავჭავაძეზე მოვყევით ავარიაში, მე არ ვიყავი საჭესთან, ჩვენი მანქანა შუქნიშანთან იყო გაჩერებული და უკნიდან შეგვასკდა რაღაც მანქანა, რომელმაც გადაგვისროლა მოპირდაპირე მხარეს და მე სწრაფად მომავალი "მერსედესის" ტაქსი დამეჯახა. ისეთ მდგომარებაში ვიყავი თურმე, მანქანა გაჭრეს გახერხეს და ისე ამომიყვანეს მანქანიდან, თუმცა ეს ყველაფერი მე არ მახსოვს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ გადაიღო ეს შემთხვევა და ჩემი ოჯახის წევრებმა ტელევიზიდან გაიგეს, რომ ნანიკო ხაზარაძე ბავშვთან ერთად მოჰყვა ავარიაში და ძალიან ცუდად არის. ცხადია, ჩემი ბავშვი მანქანაში არ მსხდარა, ჩემი მეგობრის შვილი იყო, ოღონდ დიდი და მოკლედ, ატყდა პანიკა და ძლივს მომაგნეს რესპუბლიკურ საავდმყოფოში. აზრზე რომ მოვედი და თვალი გავახილე, ვიგრძენი, რომ რაღაც ცივზე ვიწექი და საერთოდ ვერ მივხდი სად ვარ. ვიღაც ქალი მეჩხუბებოდი წამოდი ახლა და გადმოწექი, მე ვიწინააღმდეგებოდი ქალბატონს, რადგან არ ვიცოდი რა ხდებოდა და როგორც ჩანს, ამ ჩხუბში კიდევ ერთხელ გავითიშე.  ცოტა ხანში ვგრძნობ ხელების შეხებას და ხმას, ღმერთს როგორ ჰყვარებიხარ, ორსულად ხარ, ორსულად და ამხელა ავარიაში არაფერი არ დაგემართაო, აღმოჩნდა, რომ 7 კვირის ფეხმძიმე ვიყავი. სულ არ ვგეგმავდი ორსულობას. მითხრეს ახლა წადი სახლში და თუ ტკივილები არ გექნება გამაყუჩებელი არაფრით არ დალიოო, შეიძლება მუცელი მოგეშალოსო. ფეხზე რომ წამომაყენეს კიდევ ერთხელ წამივიდა გული. სახლში მიმიყვანეს ტკივილები მაწუხებდა, დედაჩემმა ღამის პირველ საათზე გადაწყვიტა, რომ მუცელი მეშლებოდა, ავდექი, ჩავჯექი დედაჩემის მანაქანაში და კობის ქუჩაზე სამშობიარო იყო იქ მივედი. ექიმმა გვითხრა, რომ მუცლის მოშლის საშიშროება არ იყო, ტკივილი ისევ მაწუხებდა და დედაჩემმა სხვა ექიმთან მიმიყვანა, რომ გაირკვა რომ ბავშს საფრთხე არ ემუქრებოდა, მერე იფიქრეს საქმე სხვა რამეში იყო და წამიყვანეს ღუდუშაურში. რომ მივედით პატარა ბიჭი შეგხვდა და გვეკითხება, პაციენტს რენტგენი გადაუღესო? - ყველამ ერთმანეთს გადახედა. როგორც შემდეგ გაირკვა, მქონდა მენჯის და სიმფიზის ძვალი და კოჭი მოტეხილი, შარდის ბუშტზე მქონდა უზარმაზარი გემატომა, საბოლოდ აბორტის გაკეთება დამჭირდა, ჩემი ორგანიზმი ვერ აიტანდა ნაყოფს" - მოჰყვა ნანიკო ხაზარაძემ.