"თე­მუ­რი ლურჯ მო­ნას­ტერ­ში სტი­ქა­რო­სა­ნი იყო რამ­დე­ნი­მე წელი... კო­ჯორ­ში იქ­ნე­ბა გას­ვე­ნე­ბა, სა­დაც მისი გი­ორ­გია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი" - კვირის პალიტრა

"თე­მუ­რი ლურჯ მო­ნას­ტერ­ში სტი­ქა­რო­სა­ნი იყო რამ­დე­ნი­მე წელი... კო­ჯორ­ში იქ­ნე­ბა გას­ვე­ნე­ბა, სა­დაც მისი გი­ორ­გია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი"

საესტრადო მომღერალს, ანსამბლ "ივერიის" წევრს - თემურ წიკლაურს დღეს კოჯორში დაკრძალავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მომღერალმა, ანსამბლ "ივერიის" წევრმა ნუგზარ კვაშალმა განუცხადა, გასვენება 14:00 საათზე იქნება.

"თემური დაასვენეს ლურჯ მონასტერში, სადაც სტიქაროსანი იყო რამდენიმე წელი. კოჯორში იქნება გასვენება, სადაც მისი გიორგია დასაფლავებული", -აცხადებს ნუგზარ კვაშალი.

ცნობისთვის, თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.

"ინტერპრესნიუსი"