"მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება" - კვირის პალიტრა

"მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება"

20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურის დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

როგორც ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებამ მაკო გომურის მკურნალობის კურსი დააფინანსა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაშიც ეხმარება.

"როგორც იცით, მაკო გომურის მკურნალობის კურსი დაფინანსდა. რა თქმა უნდა, მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში ვეხმარებოდით მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა და დახმარების პროგრამა გაგრძელდება. ვწუხვარ, თუ რაიმე უხერხულობა იყო", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, მაკო გომურმა 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, თვალი დაკარგა.

"ინტერპრესნიუსი"