რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი ფოთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე - კვირის პალიტრა

რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი ფოთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე

ფოთში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი და მოკლული წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცი შვილთან და ერთ თანმხლებ პირთად ერთად იმყოფებოდა.

"რამდენიმე გასროლა მოხდა, მამაკაცი ჩაცხრილეს მანქანაში. რას უკავშირდება მკვლელობა არ ვიცი, სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას. შემთხვევა მოხდა საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოსთან, სადაც მუდმივად პოლიციელები არიან", - განაცხადა თვითმხილველმა მარიამ ბჟალავამ.

შეგახსენებთ, ფოთში 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"