"ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთში სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი დაკავებულია" - კვირის პალიტრა

"ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთში სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი დაკავებულია"

ვაჟა სირაძე ფოთში მომხდარ მკვლელობაზე - ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი დაკავებულია, მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები

ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. შსს- ის თანამშრომლების მიერ ცხელ კვალზე მყისიერად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

შსს 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვახდენთ დანაშაულის პრევენციას.

კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა, არის საჯარო სტატისტიკა სადაც კარგად არის ასახული დანაშუალის შემცირება,"- განაცხადა სირაძემ.

შეგახსენებთ, ფოთში 45 წლამდე მამაკაცს, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

"ინტერპრესნიუსი"