"ვისაც შეუძლია და არ დამეხმარება, დიდ ცოდვაში ჩადგამს ფეხს" - როგორ ეხმაურება კომენდანტის საათის დატოვებას მაია კაჭკაჭიშვილი? - კვირის პალიტრა

"ვისაც შეუძლია და არ დამეხმარება, დიდ ცოდვაში ჩადგამს ფეხს" - როგორ ეხმაურება კომენდანტის საათის დატოვებას მაია კაჭკაჭიშვილი?

21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ძალაში რჩება. ძალაში რჩება ასევე შეზღუდვა შაბათ-კვირას, აღდგენილი სერვისების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებითაც.

"8 თებერვლიდან უკვე ქვეყნის მასშტაბით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც იწყებს მუნიციპალური ტრანსპროტი სრულად ფუნქციონირებას, თუმცა, შაბათ-კვირის გარდა. შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება როგორც გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ასევე შაბათ -კვირას არ

იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ღია და დახურული ტიპის ბაზრობების იხსნება. 15 თებერვლიდან კი სამ დიდ ქალაქშიც იქნება სწავლა საკლასო ოთახებში შესაძლებელი. ამდენად, სასკოლო პროცესი მთლიანად იქნება აღდგენილი. თუმცა ასევე მშობლებსა და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ ონლაინ-სწავლებაც.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის არის კომპოზიტორი და მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი, რომელიც ვერაფრით ხსნის კომენდატის საათის დატოვების მიზეზს.

"მართლა მიპასუხეთ, არ ვხუმრობ, არ ვიცი და მინდა ვიცოდე, ანუ 15 დან კომენდანტის გარდა ყველაფერი იხსნება და ვინმემ თუ იცის გამაგებინეთ, რა აზრი აქვს 9-ის მერე იზოლაციას, როცა მთელი დღე გარეთ ყოფნა შეგიძლია? იქნებ აქვს რაღაცნაირი აზრი, იცით ვინმემ?

ვინმეს თუ შეგიძლიათ საშვი გამიკეთოთ, საპატიო მიზეზის გამო? მუზა საღამოს მომდის და ვერ ვმუშაობ სტუდიაში. იმდენი ლამაზი სიმღერა მეკარგება, დასანანია.

ვისაც გიყვართ ჩემი შემოქმედება და შეგიძლიათ გამიკეთოთ საშვი, რათა განვავითარო ქართული "ესტრადა"მომწერეთ პირადში.

რა ვქნა, კორონა თუ ღამე მძვინვარებს, ჩემი მუზებიც ღამით მძვინვარებენ და გამეცით პასუხი! მჭირდება შემოქმედებითი წვა. ვისაც შეუძლია და არ დამეხმარება, დიდ ცოდვაში ჩადგამს ფეხს. "ფლიიზ" 40 000 ადამიანში ერთი რავა ვერ გამოიჩენთ პატივისცემას ხელოვნების მიმართ?

გავხდი გარშემომყოფთთათვის საშიში, რადგან მუზებს ვერ ვხარჯავ, გადავდივარ აგრესიაზე, გაითვალისწინეთ, ამით მსხვერპლსაც აირიდებთ თავიდან,

ხედავთ რამხელა სიკეთის გაკეთება შეგიძლიათ?" - წერს მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო