"შალიკაშვილი 2006 წელს წამებით მოკლეს, ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული" - რას ჰყვებიან ფოთში დღეს მომხდარ მკვლელობებზე მეზობლები და ნათესავები - კვირის პალიტრა

"შალიკაშვილი 2006 წელს წამებით მოკლეს, ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული" - რას ჰყვებიან ფოთში დღეს მომხდარ მკვლელობებზე მეზობლები და ნათესავები

ფოთში მოკლული გურამ ახალაიას ოჯახის წევრები ტრაგედიას, წარსულში მომხდარ გია შალიკაშვილის მკვლელობას არ უკავშირებენ. მათ მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.

"არაფერი ვიცი. ჩემი მეუღლე დამნაშავის ძმის მკვლელობაში წლების წინ იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ მაგ ფაქტთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ჩემი მეუღლე წლებია, რაც ევროპაში იმყოფება და რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში. არანაირი დავა არ ყოფილა", - განაცხადა მოკლული მამაკაცის მეუღლემ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მომხდარი მკვლელობა წარსულში მომხდარ დანაშაულს უკავშირდება, რომელიც 2006 წელს მოხდა. მაშინ ახალგაზრდა მამაკაცი, გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე მოკლული იპოვეს. ამ მკვლელობაში გურამ ახალაიას ადანაშაულებდნენ, რომელიც მას შემდეგ საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

ფოთში დღეს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული შალვა (ბაჩო) შალიკაშვილია. მის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ პოლიცია იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

"პოლიციელებმა ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. აქედან არაფერი არ ამოუღიათ. რა აკავშირებს ბიძაჩემს ამ მკვლელობასთან, არ ვიცი. უკავშირდება თუ არა ეს წლების წინ მომხდარ მკვლელობას, არც ეს ვიცი", - აცხადებს დაკავებულის ოჯახის ახლობელი. იხილეთ სრულად