"ოპოზიცია დე­ნი­კი­ნის ჯა­რი­ვით ვართ - მარ­ტო გე­ნერ­ლე­ბი ვართ" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია დე­ნი­კი­ნის ჯა­რი­ვით ვართ - მარ­ტო გე­ნერ­ლე­ბი ვართ"

ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" წევრმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში ილაპარაკა და საკითხზე - ხალხი გაჰყვება თუ არა ოპოზიციას პოლიტიკურ ბრძოლაში, განაცხადა:

"ეს უკვე დამოკიდებულია ოპოზიციაზე და თვითონ ხალხზეც. არაფერი გამოვა და დარჩება იგივე სიტუაცია, თუ სამშვიდობო პაქტი არ დადო ქართველმა ხალხმა და ოპოზიციამ, ვერცერთი ცალკე ვერაფერს ვერ ვიზამთ. ვერც ოპოზიცია ვიზამთ რამეს, იმიტომ, რომ დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები ვართ. თუ ხალხი არ იქნება, ვერაფერს მივაღწევთ. ისევე, როგორც ხალხი ასე სტიქიურად ვერაფერს შეძლებს, ყოველთვის მოატყუებს "ოცნება" ხალხს. წარმატების ფორმულა არის ხალხის და ოპოზიციის თანაბრძოლობა, თანამოაზრეობა, თუნდაც დროებითი და თემატური", - მიიჩნევს გუბაზ სანიკიძე, რომელის ოპოზიციის იმ 51 დეპუტატს შორისა, ვინც პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებას ითხოვს.

შეგახსენებთ, 2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა მათთვის მანდატების გაუქმებას.

იხილეთ ვიდეო: