"ვარჯიშისას ტბასთან მივედი, სადაც მეგონა თოვლი და წყალი იყო, თუმცა, როდესაც გადავხტი..." - კვირის პალიტრა

"ვარჯიშისას ტბასთან მივედი, სადაც მეგონა თოვლი და წყალი იყო, თუმცა, როდესაც გადავხტი..."

UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ვარჯიშის დროს გადაწყვიტა თოვლით დაფარულ ტბაში ჩახტომა.

ჩახტომის შემდეგ მერაბმა თავი გაიტეხა, რაზედაც მცირედი კომენტარი გააკეთა:

"ვფიქრობ, პარკში ვარჯიშისთვის კარგი დღე იყო. ვარჯიშისას ტბასთან მივედი, სადაც მეგონა თოვლი და წყალი, თუმცა, როდესაც გადავხტი, ყინული და ხის ტოტები დამხვდა.

როდესაც ყინული ჩატყდა, ვიგრძენი, რომ ჩემი კანი გასკდა. ახლა ყველაფერი უკეთაა და თავს კარგად ვგრძნობ", - განაცხადა მერაბმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე.

შეგახსენებთ, მერაბს UFC-ში ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს.

იხილეთ ვიდეო: