,,ქართული ოცნება" თავის თავთან აფორმებს მემორანდუმს და თვითკმაყოფილებასაა მიცემული" - კვირის პალიტრა

,,ქართული ოცნება" თავის თავთან აფორმებს მემორანდუმს და თვითკმაყოფილებასაა მიცემული"

"ევროპული საქართველოს" წევრი, აკაკი ბობოხიძე, "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეხმაურება. ბობოხიძის თქმით, "ქართულ ოცნება" მემორანდუმს საკუთარ თავთან აფორმებს, ამიტომ ვერანაირი მემორანდუმის გაფორმება ოპოზიციის გადაწყვეტილებებს ვერ შეცვლის.

,,ქართული ოცნება" თავის თავთან აფორმებს მემორანდუმს, არის თვითკმაყოფილებას მიცემული, ამიტომ, ვერანაირი მემორანდუმის გაფორმება დღეს ოპოზიციის გადაწყვეტილებებს ვერ შეცვლის. ვიმეორებ, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ოპოზიცია არის თანახმა, რომელიც მთავარი პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული და მთავარი პრობლემა შექმნა არჩევნების გაყალბებამ და მიტაცებულმა ძალაუფლებამ, სხვა თემები არის მხოლოდ ყურადღების გადატანა ძირითადი პრობლემიდან და ზედმეტ ყურადღებას არ იმსახურებს," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

"ინტერპრესნიუსი"