"მეც გამოვაცხადებდი გვარამიას ნომერს, ვუჩივლებდი ცილისწამებებისთვის" - კვირის პალიტრა

"მეც გამოვაცხადებდი გვარამიას ნომერს, ვუჩივლებდი ცილისწამებებისთვის"

"ნიკა გვარამიას ნომერს მეც გავასაჯაროებდი; არ ვიცი, რა დავარქვა, ჩემთვის ის მამაკაციც კი არ არის. მაგათ ნახევარი საქართველო ციხეში გაუშვეს და გვარამია ამას აღტაცებული ხვდებოდა. პირადად მე, ვუჩივლებდი ცილისწამებებისთვის" - ამის შესახებ ქეთი დოლიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

www.palitravideo.ge იხილეთ ვიდეო: