სად დაფიქსირდა მიწისძვრა? - კვირის პალიტრა

სად დაფიქსირდა მიწისძვრა?

საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 84 კმ_ში, სომხეთში მოხდა 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.