მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ავრცელებს.

ხვალ, 6 თებერვალს, 11:00 საათზე თეატრის დასი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში შეიკრიბება, რათა პატივი მიაგოს მის ხსოვნას.

"გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის".

გოგა ოსეფაშვილი ფლობდა არაერთ ჯილდოსა და ტიტულს, მათ შორის, 2002 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"