რაა ხდება დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე - რა კადრებს ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური? - კვირის პალიტრა

რაა ხდება დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე - რა კადრებს ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური?

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე შვიდი საათია დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან.

უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-დან შესული ინფორმაციის თანახმად, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

"ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფის მიერ გადაყვანილ და დაბინავებულ იქნა უახლოეს სასტუმროში უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.