"შალიკაშვილს ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს..."- რას აცხადებს საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"შალიკაშვილს ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს..."- რას აცხადებს საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბაჩანა შალიკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

მისივე თქმით, ხვალ გაირკვევა თუ როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე .

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერ არ ვიცი, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ხვალ გადმომეცემა. იგი ბრალს არ აღიარებს. გამოკითხვის ოქმი შედგენილია, რომელსაც პირადად ვესწრებოდი.

ნივთმტკიცების სახით იარაღი ამოღებული არ არის, ეს ზუსტად ვიცი. თავს ნორმალურად გრძნობს. ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს. მის მიმართ ძალადობას ადგილი არ აქვს. ის, რომ თითქოს მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, მან განმარტა, რომ არავითარი პრეტენზია მოკლულის მიმართ არ გააჩნდა.

15 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთმანეთში საუბარი, ახსნეს ყველა დეტალი, თითქოს, იყო რაღაც სადავო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ გურამ ახალაიამ დაარწმუნა იმაში, რომ მისი ძმის გია შალიკაშვილის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა  იხილეთ სრულად