რუსთაველის გამზირზე, სადაც "დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეები მსვლელობით მიემართებიან, ხმაურია - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირზე, სადაც "დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეები მსვლელობით მიემართებიან, ხმაურია

რუსთაველის გამზირზე, სადაც "დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეები მსვლელობით მიემართებიან, ხმაურია. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს თავდაპირველად გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებას არ აძლევდნენ. მცირე დაპირისპირების შემდეგ, "დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის ცალ მხარეს მოძრაობის ნება დართეს.

როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ე.წ.კომენდანტის საათის" გაუქმება და სხვა არსებული რეგულაციების მოხსნა.

"დაუმორჩილებლობის მარშში" სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკოსები.